ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკის მომლაპარაკებელთა ჯგუფის წარმომადგენლებმა შესაძლოა, ვლადიმერ პუტინთან დღეს საუბარი გამართონ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკის მომლაპარაკებელთა ჯგუფის წარმომადგენლებმა შესაძლოა, ვლადიმერ პუტინთან დღეს საუბარი გამართონ. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნლისტებს განუცხადა.
„შედგა შეხვედრა ჩვენს ჯგუფთან – უმეროვთან, გნატოვთან. ამის შემდეგ ამერიკელები შეხვდნენ დმიტრიევს. მათ ყველაფერი აუხსნეს, აჩვენეს და გადასცეს. არ ვიცი, რა ფორმატში გაგრძელდება მათი საუბარი შემდეგ. შესაძლოა, პუტინთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის ან განუმარტავს, რა ფორმატში შეიძლება გაიმართოს საუბარი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ უკრაინის მოლაპარაკების ჯგუფისგან, რუსტემ უმეროვისა და ანდრეი გნატოვისგან, ამერიკელ მომლაპარაკებლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ ანგარიში მოისმინა. უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სამშვიდობო შეთანხმების მიიმართ კვლავ ერთგული რჩება.