ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა
ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა.

ამის შესახებ უკრაინული მედია პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც მედია წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას გამართავს პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან, ასევე შეხვდება უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად პოლონეთში ცხოვრობენ.

ომის დაწყების შემდეგ ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი დაანონსებული ვიზიტია ქვეყნის გარეთ.

ცნობისთვის, პოლონეთმა უკრაინას პირველი რამდენიმე „მიგ-29“ ტიპის ავიაგამანადგურებელი გადასცა. ამის შესახებ პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, შემდგომი დახმარების გადაცემა მოხდება 5 აპრილს, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ვიზიტით ჩავა. მან არ დააზუსტა გაგზავნილი ავიაგამანადგურებლების რაოდენობა, თუმცა მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი ოთხი საჰაერო გამანადგურებლის გაგზავნას გეგმავდა.