ვოლოდიმირ ზელენსკი – 22 ივნისიდან ბელარუსში არსებულმა სისტემებმა, რომლებიც უკრაინაში რუსეთს „შაჰედის“ უპილოტო აპარატების სამიზნეებისკენ წარმართვაში ეხმარებოდა, ფუნქციონირება შეწყვიტა
22 ივნისიდან ბელარუსში არსებულმა სისტემებმა, რომლებიც უკრაინაში რუსეთს „შაჰედის“ უპილოტო აპარატების სამიზნეებისკენ წარმართვაში ეხმარებოდა, ფუნქციონირება შეწყვიტა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ არ ვიცი, დაშალეს თუ არა ისინი. თუმცა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ძალიან ყურადღებით ვაკვირდები სიტუაციას და ყოველდღიურად ვიღებ ანგარიშებს. ფაქტია, რომ რეტრანსლატორები ამჟამად არ მუშაობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ერთი კვირა ჰქონდა რუსული სისტემების მისი ტერიტორიიდან გასატანად. შემდეგ მან განაცხადა, რომ ასეთი სადგურები უკრაინის მოსაზღვრე ბელარუსის ორ რეგიონში იყო განლაგებული. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თუ ლუკაშენკო ამას არ გააკეთებდა, უკრაინა საპასუხო ზომებს მიიღებდა. ზელენსკიმ მოგვიანებით ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე არსებობს საწარმოები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის აგრესიას. რუსეთში, ამ განცხადებების შემდეგ, უკრაინას ბრალი დასდეს ბელარუსის ომში ჩათრევის მცდელობაში.