ვოლოდიმირ ზელენსკი - 203 ძირითადი ობიექტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით უნდა დავიცვათ, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმა ძლიერია, მაგრამ არა ფატალური
უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმა ძლიერია, მაგრამ ნამდვილად არა ფატალური, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას 200-ზე მეტი ობიექტის დაცვა სჭირდება.
„ჩვენ ვნახეთ, რა გააკეთეს დღეს. მათ რესურსები მკაფიო გეგმით შეაგროვეს. ისინი წვიმასა და ნისლს ელოდებოდნენ, სრულად იცოდნენ, რომ ეს საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობას შეაფერხებდა. მათ ზუსტად იციან, რას აკეთებენ. ჩვენც ასევე ვიცით. ამინდის პირობებმა დაახლოებით 20-30%-ით იმოქმედა ჩვენს მოგერიების უნარზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ დღის განმავლობაში წყალმომარაგების სრულ აღდგენას მოვახერხებთ, ვფიქრობ, ელექტროენერგიის მხრივ უკეთესი გადაწყვეტილებები იქნება. დარტყმა ძლიერია, მაგრამ ნამდვილად არა ფატალური. დღევანდელ შეხვედრაზე გავიგე, რომ 203 ძირითადი ობიექტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით უნდა დავიცვათ. დეტალებში არ შევალ იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა უკვე ან რამდენი სისტემა გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ 203 ძირითად ობიექტზე”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.