ვოლოდიმირ ზელენსკი 19 ნოემბერს თურქეთში სტივ უიტკოფს შეხვდება
ვოლოდიმირ ზელენსკი 19 ნოემბერს თურქეთში სტივ უიტკოფს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 19 ნოემბერს თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდება.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თურქეთში ჩასვლას გეგმავს, რათა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს.

ზელენსკის თქმით, შეიმუშავა გადაწყვეტილებები, რომლებსაც პარტნიორებს გაუზიარებს.

„ჩვენი პრიორიტეტია, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ომის დასრულებასთან ახლოს მივიდეთ“,- აღნიშნავს ზელენსკი.

ცნობისთვის, კიევსა და მოსკოვს შორის პირისპირ მოლაპარაკებები ივლისში სტამბოლში შეხვედრის შემდეგ არ გამართულა.