ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვისთვის მადლობას უხდის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვისთვის. ზელენსკი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, მიბაძონ აშშ-ის მაგალითს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მადლობა აშშ-სა და პრეზიდენტ ბაიდენს პირადი ლიდერობისთვის და პუტინის საომარი მანქანის გულში მიყენებული მტკიცე დარტყმისთვის, კერძოდ, ამერიკულ ბაზარზე რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის აკრძალვისთვის. მოვუწოდებ სხვა ქვეყნებს, მიბაძონ ამ მაგალითს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.