Volkswagen-ში აცხადებენ, რომ კომპანია 2030 წლამდე 100 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს, რაც ორგანიზაციაში დასაქმებულთა 15%-ს შეადგენს

15:18, 04.09.2026

Volkswagen-ში აცხადებენ, რომ კომპანია 2030 წლამდე, ჯამში, 100 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს, რაც ორგანიზაციაში დასაქმებულთა 15%-ს შეადგენს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აღნიშნული შემცირება გლობალურ საავტომობილო ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური რესტრუქტურიზაცია იქნება.

„კომპანიის განცხადებით, მენეჯმენტმა და პროფკავშირებმა დაამტკიცეს გეგმა, რომელიც კიდევ 50 000 სამუშაო ადგილის შემცირებას ითვალისწინებს, გარდა უკვე შეთანხმებული 50 000 თანამშრომლით შემცირებისა“, – წერია სააგენტოს განცხადებაში.

მედიის ცნობით, ევროპის უმსხვილეს ავტომწარმოებელს პრობლემები აშშ-ის ტარიფების, ჩინური კონკურენციისა და ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე შეექმნა.

ამასთან, Volkswagen-ში განაცხადეს, რომ გერმანიის ოთხი მსხვილი ქარხნისთვის – ჰანოვერის, ემდენის, ცვიკაუსა და ნეკარზულმისთვის ხანგრძლივი მომავლის გარანტიის მიცემა შეუძლებელია.

მსგავსი