ვოლგოგრადში მატარებლის სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მატარებლის სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა.
დაშავებულთა ნაწილი, მათ შორის, მცირეწლოვნები ადგილობრივ საავამდყოფოში არიან გადაყვანილები. ოფიციალური პირები გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.
შეჯახების შემდეგ რელსებიდან მატარებლის რვა ვაგონი გადავიდა. მედიის ცნობით, მატარებელში სულ 800 მგზავრი იმყოფებოდა.
რუსეთის რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა დაარღვია მოძრაობის წესები, ამკრძალავი ნიშანი არ გაითვალისწინა და ლიანდაგის გადაკვეთას შეეცადა.