„ვოლფსბურგმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკ ვან ბომელი დაითხოვა #1TVSPORT
WOLFSBURG, GERMANY - OCTOBER 23: Mark van Bommel, Head Coach of VfL Wolfsburg reacts during the Bundesliga match between VfL Wolfsburg and Sport-Club Freiburg at Volkswagen Arena on October 23, 2021 in Wolfsburg, Germany. (Photo by Stuart Franklin/Getty Images)
„ვოლფსბურგმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკ ვან ბომელის გადაყენების შესახებ.
ნიდერლანდელი სპეციალისტი, რომელიც გერმანულ კლუბს 2021 წლიდან ედგა სათავეში, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
„გაოცებული და იმედგაცრუებული ვარ ამ გადაწყვეტილებით, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით მოგებათა გზაზე დაბრუნებას. ვუსურვებ გუნდს, სწრაფად შეცვალოს ეს სიტუაცია“, – განაცხადა ვან ბომელმა.
„ვოლფსბურგს“ ოთხმატჩიანი წაგებების სერია აქვს ბუნდესლიგაში და ოფიციალურ მატჩებში. „მგლებს“ 11 სექტემბრის შემდეგ მოგება არ აქვთ. გუნდი 13 ქულით მეცხრე ადგილზეა გათამაშების ცხრილში.