„ვოლფსბერგერი“ და ქართველები ევროპალიგის პლეი ოფში გავიდნენ
„ვოლფსბერგერი“ და ქართველები ევროპალიგის პლეი ოფში გავიდნენ

ავსტრიული „ვოლფსბერგერი“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი და გური გიორბელიძე თამაშობს, ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა.

ევროპალიგაზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრამდე ავსტრიელებს 7 ქულა ჰქონდათ და ჯგუფში მეორე ადგილზე იყვნენ, მესამე ადგილზე მყოფ ნიდერლანდურ „ფეიენოორდს“ კი ორი ქულით უსწრებდნენ.

ვოლფსბერგერმა“ სწორედ უშუალო კონკურენტი საშინაო სტადიონზე მიიღო და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე ავსტრიული გუნდის სერბმა თავდამსხმელმა დეიან იოველიჩმა გაიტანა.

ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან მატჩი შესანიშნავად ჩაატარა, რაზეც სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო ვებ-გვერდის შეფასება მეტყველებს – ვებ-გვერდმა ლუკას თამაში 7,4 ქულით შეაფასა და უფრო მაღალი ქულა მიიღო, ვიდრე გოლის ავტორმა იოველიჩმა (7,2). 21 წლის მცველი „ვოლფსბერგერის“ საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში მოხვდა. გურამ გიორბელიძე ავსტრიელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ავსტრიულმა გუნდმა საბოლოო 10 ქულა დააგროვა და წინ მხოლოდ ზაგრების „დინამო“ გაუშვა, ტურნირიდან კი „ფეიენოორდი“ და მოსკოვის ცსკა ჩამოიშორა.