„ვოლ სთრით ჯორნალი“ - „ჰამასს“ ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში ირანი დაეხმარა
„ჰამასს“ ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში ირანი დაეხმარა. ინფორმაციას ამის შესახებ „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, თავდასხმა გასულ კვირას ბეირუთში გამართული შეხვედრის დროს განიხილეს და მასზე მუშაობა რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს.
გამოცემის მიერ მოპოვებულ მოხსენებაში საუბარია „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნებზე და ნათქვამია, რომ გეგმებზე მუშაობა აგვისტოდან მიმდინარეობდა და მოიცავდა რამდენიმე შეხვედრას ბეირუთში, რომლებშიც „ისლამური რევოლუციის გვარდიის“ წევრები მონაწილეობდნენ.