ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამგზავრების შესახებ არაფერი იცოდა და მისი გადაწყვეტილება არასწორი იყო
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამგზავრების შესახებ არაფერი იცოდა და მისი გადაწყვეტილება არასწორი იყო

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიმ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამგზავრების შესახებ არაფერი იცოდა და ძალიან გაკვირვებული იყო, როდესაც ამის შესახებ მედიიდან შეიტყო.

ამასთან, კითხვაზე, რატომ მოიქცა მიხეილ სააკაშვილი ასე, ზელენსკი პასუხობს, რომ მისი შეფასებით, სააკაშვილი არასწორად მოიქცა.

„მე მასზე უნდა ვიფიქრო, როგორც უკრაინის მოქალაქეზე. თავად აღნიშნეთ, იქ ადგილობრივი არჩევნები იყო, ალბათ ფიქრობდა, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯია, თუმცა არ ვიცი. მე ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არ ვიცოდი. ვფიქრობ, ეს არასწორია, ის მაინც სახელმწიფო ხელისუფლებაში იმყოფება და ეს არასწორია, თუმცა საჭიროა ყველა დეტალის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველა რისკის გარკვევა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვლადიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს.