ვლადივასტოკში დღეს პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართება

07:45, 25.04.2019

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვლადივასტოკში ჩავიდა, სადაც დღეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდება. მოლაპარაკებები კუნძულ რუსკიზე შედგება. პუტინი კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე ვერტმფრენით ჩაფრინდა.

რუსეთის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა პირველად იმართება.

მსგავსი