ვლადიმირ ზელენსკის პირადი მიწვევით, კიევში ტომ კრუზი ჩავიდა
ვლადიმირ ზელენსკის პირადი მიწვევით, კიევში ტომ კრუზი ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პირადი მიწვევით, კიევში ცნობილი ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზი ჩავიდა. ვლადიმირ ზელენსკიმ ტომ კრუზს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შეხვედრის დროს ტომ კრუზმა ვლადიმერ ზელენსკის უთხრა, რომ ახალი კინოპროექტისთვის ლოკაციების შერჩევის პროცესში უკრაინითაა დაინტერესებული.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ტომ კრუზს კინოს სფეროში საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა. ასევე, ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში მოქმედი ახალი კანონის შესახებ, რომელიც უცხოელი რეჟისორებისთვის კომპენსაციას ითვალისწინებს, თუ ისინი ფილმს უკრაინაში გადაიღებენ.