ვლადიმირ ზელენსკიმ რომის პაპს დონბასში ტყვეების გასათავისუფლებლად დახმარება სთხოვა

16:13, 08.02.2020

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რომის პაპს დონბასში ტყვეების გასათავისუფლებლად დახმარება სთხოვა.

უკრაინის პრეზიდენტი კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელს ვატიკანში შეხვდა.

ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, პაპ ფრანცისკეს დონბასში, ყირიმში და რუსეთის ტერიტორიაზე დაკავებული უკრაინელების გათავისუფლების მიზნით დახმარების თხოვნით მიმართა.

„პონტიფიკოსი შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს მსოფლიოში მშვიდობის და ჰარმონიის მისაღწევად. პარიზში გამართული „ნორმანდიული“ ფორმატის შეხვედრიდან ორ თვეში, მე მას დახმარება ვთხოვე დონბასში, ყირიმში და რუსეთის ტერიტორიაზე დაკავებული უკრაინელების გათავისუფლების მიზნით. შთაგონებული ვარ უკრაინაზე მოლაპარაკებებით“ – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ, „თვითერში“. 

მსგავსი