ვლადიმირ ზელენსკიმ მიმართა დასავლეთს, არ შექმნან პანიკა, რადგან ეს უკრაინის ეკონომიკას საფრთხის ქვეშ აყენებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ შექმნან პანიკა მისი ქვეყნის საზღვრებთან რუსული ჯარების თავმოყრის გამო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოახლოებული შეჭრის თაობაზე გაფრთხილებები უკრაინის ეკონომიკას საფრთხის ქვეშ აყენებს.
„არის გზავნილები, მათ შორის სახელმწიფოების პატივცემული ლიდერებისგანაც, რომლებიც ამბობენ, რომ ხვალ უბრალოდ, ომი იქნება. ეს არის პანიკა – რა უჯდება ეს ჩვენ სახელმწიფოს? ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაცია უკრაინისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.