ვლადიმირ ზელენსკი - ყველაფერი იქით მიდის, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შედგება
ვლადიმირ ზელენსკი - ყველაფერი იქით მიდის, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შედგება

ჩემი აზრით, ყველაფერი იქით მიდის, რომ ეს შეხვედრა შედგება, – ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას.

„უკვე დავავალე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას დაეკონტაქტოს, რათა მათ იპოვონ ტერმინები და ადგილი, სადაც ჩვენ შევძლებთ შეხვედრას“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, თავდაპირველად, შეხვედრის ინიციატივით ვლადიმირ ზელენსკი გამოვიდა, რომელმაც პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა. ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ მზად არის უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში ნებისმიერ დროს შეხვდეს.

დატოვე კომენტარი