ვლადიმირ ზელენსკი – ყირიმი დონბასში მშვიდობის საფასური არ გახდება

13:56, 26.02.2020

ყირიმი დონბასში მშვიდობის საფასური არ გახდება – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დონბასში ომი შეწყდეს, რომ ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ საუკეთესო უკრაინელებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყირიმი დღის წესრიგიდან იხსნება ან შეიძლება დონბასში მშვიდობის ფასად გავცვალოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ყირიმი უკრაინის დროშის ქვეშ გაერთიანდეს.

„დიახ, ეს ძალიან რთული დავალებაა, რომლის გადაწყვეტაც სამწუხაროდ, ხვალვე შეუძლებელია. მაგრამ არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ დღესვე შეგვიძლია“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი