ვლადიმირ ზელენსკი – უკრაინასა და თურქეთს შორის პარტნიორობა ღრმავდება, ეს უკვე აძლიერებს ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს
უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას მან აღნიშნა, რომ მხარეთა შორის პარტნიორობის გაღრმავება ორივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს.
„უკრაინასა და თურქეთს შორის პარტნიორობა ღრმავდება. ეს უკვე აძლიერებს ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს. მოსალოდნელი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. ამის შესახებ ტელეფონით ვესაუბრე რეჯეფ თაიფ ერდოღანს. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას კიევში სტრატეგიული საბჭოს საიუბილეო სხდომაზე“, – დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.
🇺🇦🇹🇷 partnership is deepening. It’s already strengthening the armed forces of our countries. The expected FTA will also contribute to economic growth. Talked about it by phone with @RTErdogan. Looking forward to meeting him in Kyiv at the Strategic Council’s anniversary meeting.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 17, 2021