ვლადიმირ ზელენსკი - ტერორიზმის ადგილი არც ერთ ქვეყანაში არ არის
ვლადიმირ ზელენსკი - ტერორიზმის ადგილი არც ერთ ქვეყანაში არ არის

უკრაინის ქალაქ ლუცკში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც ავტობუსის გამტაცებელი დააკავეს, ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი „ფეისბუქის“ მეშვეობით გამოეხმაურა.

„ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ლუცკში ხალხის გათავისუფლებისთვის და მათი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ჩვენ ყველა ვღელავდით მიმდინარე მოვლენების გამო და გეგმებს საჭიროების მიხედვით ვცვლიდით. ადამიანების სიცოცხლე ყველაზე ღირებულია. ჩვენ არავინ დაგვიკარგავს. დღეს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შეუძლიათ, ჩაეხუტონ მათ, ვინც ავტობუსში იმყოფებოდა. ტერორიზმის ადგილი არც ერთ ქვეყანაში არ არის“, წერს ზელენსკი.

ადგილობრივი დროით 09:25 საათზე ქალაქ ლუცკში, მოქალაქე მაქსიმ კრივოშმა ავტობუსი გაიტაცა, პოლიციაში თავად დარეკა და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მძევლები ჰყავდა აყვანილი. მძევლებს შორის იყვნენ ბავშვები და ორსულებიც. დაახლოებით 10-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ  გამტაცებული დაკავებულია, მძევლები კი ავტობუსიდან გამოიყვანეს.