ვლადიმირ ზელენსკი - სამწუხაროდ, უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღაა
ვლადიმირ ზელენსკი - სამწუხაროდ, უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღაა

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღაა. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრატისლავაში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გაზაფხულზე 40 მილიონი უკრაინელიდან 100-დან 300-მდე იყო ინფიცირებული. ამჟამად კი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 3 000-ს აღწევს. სამწუხაროდ, უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის გავრცლების პრევენციისთვის უკრაინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩასვლა 28 სექტმებრამდე აკრძალეს, ხოლო სექტემებრის დასაწყისში აიკრძალა უცხოელების ტრანზიტიც. პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო.

24 სექტემბერს უკრაინაში კორონავირუსის 3 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.