ვლადიმირ ზელენსკი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმირ ზელენსკის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ზელენსკიმ სტოლტენბერგს დონბასში არსებული სიტუაცია გააცნო და განუცხადა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე კვლავ რჩება, რადგან უკრაინის გარშემო რუსი სამხედროები არიან მობილიზებული.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ 14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე ნატო-ს ლიდერები რუსეთის აგრესიის შეკავების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.