ვლადიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა რუსეთს პრევენციული სანქციები უნდა დაუწესოს უკრაინაში შეჭრამდე და არა შეჭრის შემდეგ
ვლადიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა რუსეთს პრევენციული სანქციები უნდა დაუწესოს უკრაინაში შეჭრამდე და არა შეჭრის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა რუსეთს პრევენციული სანქციები უნდა დაუწესოს უკრაინაში შეჭრამდე და არა შეჭრის შემდეგ. ამის ესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„დღეს ჩვენი პარტნიორები ამბობენ – ხვალ შესაძლოა, ომი დაიწყოს, რუსეთის მხრიდან თუ იქნება დიდი ესკალაცია, შემდეგ იქნება მიღებული ძლიერი სანქციები. ჩვენ თუ ვსაუბრობთ ესკალაციის ალბათობაზე, იბადება კითხვა, რატომ არ აწესებთ სანქციებს ახლა? ესკალაციას ელოდებით?“, – განაცხადა ზელესნკიმ.

ზელენსკის თქმით, მასშტაბური საქნციების დაწესების შემთხვევაშიც, რუსეთმა შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ ამ სანქციებთან გამკლავება შეუძლია არსებული ფინანსური რეზერვებით.

ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის პირისპირ დატოვება მთელი მსოფლიოსთვის შეცდომა იქნება.

„ომი თუ დაიწყება, მსოფლიო ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო, ევროპა ნამდვილად ვერ იქნება ძველებური“, – განაცხადა ზელენსკიმ.