ვლადიმირ ზელენსკი - მაიდნისთვის მზად ვარ, მაგრამ სისხლისღვრა არ იქნება
ვლადიმირ ზელენსკი - მაიდნისთვის მზად ვარ, მაგრამ სისხლისღვრა არ იქნება

მაიდნისთვის მზად ვარ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სისხლისღვრა არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„პოროშენკომ იგრძნო, რომ „შტაინმაიერის ფორმულა“ არის  გასაღები. პოროშენკოს შეცდომა მხოლოდ ერთ რამეშია, ის ფიქრობს, რომ სხვა მაიდნის ლიდერი შეუძლია იყოს. ის ძალების დაშორიშორების წინააღმდეგია და ჰგონია, რომ ამის გამო შესაძლოა, მოხდეს მაიდანი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, არის თუ არა მზად იმ ადამიანებთან დიალოგისთვის, რომლებიც მაიდანზე გამოდიან, ზელენსკიმ უპასუხა, რომ დიალოგისთვის მზად არის.

„მე მაქვს ხალხთან კომუნიკაცია, ამის არ მეშინია. ნებისმიერ წამს, თუ საზოგადოება მოისურვებს, რომ ჩემმა გუნდმა არ გააგრძელოს მუშაობა, მე აღარ ვიყო პრეზიდენტი, სისხლისღვრა არ იქნება, ამას ძალიან მშვიდად ვუდგები“, – განაცხდა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დღეს პრესმარათონს მართავს და ჟურნალისტების შეკითხვებს მთელი დღის განმავლობაში უპასუხებს.