ვლადიმირ ზელენსკი - ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, გორდონი შარვლიდან ხტება, სამარცხვინოა
ვლადიმირ ზელენსკი - ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, გორდონი შარვლიდან ხტება, სამარცხვინოა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ეშინიათ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ სამარცხვინო უწოდა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს.

„მეორე საპრეზიდენტო ვადაზე რომც არ წავიდე, მათ ასე ეშინიათ. გორდონი შარვლიდან ხტება – „არ უნდა წავიდეს, არა, არა“. ღმერთო, ჩემო, ეს არის ყველაზე მთავარი? მე ვერ ვხედავ, როგორ იზრდებიან ჩემი შვილები. მხოლოდ მათ მიმართ ვარ ვალდებული. სამარცხვინოა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

იქამდე, დიმიტრი გორდონმა ტელეეთერში განაცხადა, რომ ზელენსკი მისთვის მკვდარია. მისი თქმით, უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტს ორ-ნახევარი წელიწადი დარჩა და შემდეგ „დასასრულის დასაწყისი“ ელოდება.