უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს
უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრა და აეროპორტიდან უკან გააბრუნა. ამის შესახებ დიმიტრი გორდონი „ტელეგრამში“ წერს.

„ერთი საათის წინ ჩავფრინდი თბილისში და ამ დროის განმავლობაში საპასპორტო კონტროლზე ველოდებოდი ბეჭედს პასპორტში. ახლახან ოფიციალურად განმიცხადეს, რომ ჩემთვის საქართველოში შესვლა აკრძალულია. მიზეზი არ უთქვამთ. ცალსახად ვუკავშირებ ამას იმ ფაქტს, რომ მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, მოეხდინათ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ვიზიტის ორგანიზება.

ყველაფერი, რაც მოხდა, ეს არის საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი“, – წერს დიმიტრი გორდონი.

დატოვე კომენტარი