ვლადიმირ ზელენსკი - არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ, თუმცა ტერიტორიებსა და ხალხს არ დავთმობ
ვლადიმირ ზელენსკი - არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ, თუმცა ტერიტორიებსა და ხალხს არ დავთმობ

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. თუმცა, როგორც შოუმენი ამბობს, არც ტერიტორიებსა და არც ხალხს დათმობს.

როგორც ზელენსკი ამბობს, უმთავრესი ამოცანა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტაა.

„აუცილებელია, ყველა ადამიანს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, ავუხსნათ, რომ მალე სროლა შეწყდება და ისინი უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნდებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტობის კანდიდატი მხარს უჭერს მინსკის შეთანხმების ფარგლებში მოლაპარაკებების გაგრძელებას, თუმცა აუცილებელია ფორმატის შეცვლა.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ საუბრისას, ზელენსკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას, თუმცა მზად არის, ეს საკითხი რეფერენდუმზე გაიტანოს.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილამდე უნდა გაიმართოს.

დატოვე კომენტარი