ვლადიმირ ზელენსკი ანგელა მერკელს და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება​
ვლადიმირ ზელენსკი ანგელა მერკელს და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება​

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ერთდღიანი ვიზიტით ბერლინში ჩაფრინდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

ასევე დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა სხვადასხვა პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკისა და მერკელის საუბრის მთავარი თემა, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე, ცეცხლის შეწყვეტა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას ელოდება.

ვლადიმირ ზელენსკი გერმანიაში საფრანგეთიდან ჩავიდა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.