უკრაინა და ევროკავშირი მაღალი დონის სტრატეგიული ენერგეტიკული დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ
უკრაინა და ევროკავშირი მაღალი დონის სტრატეგიული ენერგეტიკული დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ მაღალი დონის სტრატეგიული ენერგეტიკული დიალოგი დაიწყონ.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკრაინა მზადაა, შეუერთდეს თანამშრომლობას ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში, რათა განისაზღვროს 2022, როგორც ევროპული თავდაცვის წელი, რადგან ევროპის უსაფრთხოება განუყოფელ კავშირშია უკრაინის უსაფრთხოებასთან და დამოუკიდებლობასთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოება არის უკრაინის დამოუკიდებლობისა და ეროვნული სუვერენიტეტის გარანტი.

„ჩვენ შევთანხმდით მაღალი დონის სტრატეგიული ენერგეტიკული დიალოგის დაწყებაზე. აუცილებელია, განვავითაროთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საერთო და გრძელვადიანი ხედვა უკრაინასა და ევროკავშირს შორის“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.