ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვევა
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვევა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვევა.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში განაცხადა.

უკრაინელი ლიდერის თქმით, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის მნიშვნელოვანი დოკუმენტები გაფორმდა, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში სამხედრო დახმარებისა და თანამშრომლობის გაზრდას ეხება.

„ეს გარიგება იქნება დეტალური. ჩვენ ველით მინისტრ ოსტინს კიევში. იგი დამპირდა, რომ ჩამოვა უკრაინაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.