ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ კანდიდატებმა უკრაინის პოლიტიკურ ძალებიდან
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ კანდიდატებმა უკრაინის პოლიტიკურ ძალებიდან

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ კანდიდატებმა უკრაინის პოლიტიკურ ძალებიდან.

„არჩევნები არ უნდა გაიმართოს იარაღის ქვეშ, არამედ უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელზეც წვდომა ექნებათ კანდიდატებს უკრაინის პოლიტიკურ ძალებიდან, უკრაინულ მედიასა და საერთაშორისო დამკვირვებლებს“, – აღნიშნავს ზელენსკი.

მისი თქმით, საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მიეცეთ იძულებით გადაადგილებულ პირებსაც.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებას, თანხმობა განაცხადოს სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებს და შესაძლებელი გახდება ადგილობრივი არჩევნების გამართვა, საპროტესტო აქციები მოჰყვა დედაქალაქში. კიევის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ათასობით მოქალაქე პროტესტს „კაპიტულაციის“ წინააღმდეგ გამოთქვამდა.