ვლადიმირ ზელენსკი ​- დონბასში უკრაინელი სამხედროების დაბომბვა არის მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობა, რასაც მკაცრი პასუხი გაეცემა
ვლადიმირ ზელენსკი ​- დონბასში უკრაინელი სამხედროების დაბომბვა არის მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობა, რასაც მკაცრი პასუხი გაეცემა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დონბასში სეპარატისტების მხრიდან დაბომბვების გამო, მკაცრი პასუხით იმუქრება.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების დაბომბვა არის მოლაპარაკების პროცესის ჩაშლის მორიგი მცდელობა და უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას მკაცრად და სიტუაციის შესაბამისად უპასუხებენ.

7 ივნისს სეპარატისტები დონეცკის ოლქის ნოვოლუგანსკოეს დასახლებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფს დაესხნენ თავს. დაპირისპირების შედეგად უკრაინის არმიის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა, რვა კი, დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდასხმა და არტილერიის გამოყენება მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.