ვლადიმირ ვაისი - შეტევაში 120 პროცენტი უნდა დავდოთ
ვლადიმირ ვაისი - შეტევაში 120 პროცენტი უნდა დავდოთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ხვალ, 12 ოქტომბერს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მორიგ საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. დღეს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრეს-კონფერენცია გამართა და მომავალ მატჩზე ისაუბრა.

„ირლანდიასთან ბევრჯერ გვითამაშია, მაგრამ აქამდე მათთან ერთი მოგებაც არ გვქონია. ამ მხრივ ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან პრინციპულია და შევეცდებით, რომ ეს უსიამოვნო ტრადიცია შევწყვიტოთ. დანიის წინააღმდეგ გამართულმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ ჩვენს გუნდს მაღალ დონეზე თამაში შეუძლია, თუმცა ამისთვის შეტევაში მეტის გაკეთება მოგვიწევს. მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს 120 პროცენტის დადება მოგვიწევს, რათა ამ მატჩში გავიმარჯვოთ“, – განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ თამაში საქართველოსა და ირლანდიას შორის ხვალ, 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.