ვლადიმირ ვაისი - მთავარი პრობლემა მაინც თავდამსხმაა
ვლადიმირ ვაისი - მთავარი პრობლემა მაინც თავდამსხმაა

„ერთა ლიგაზე“ საქართველოს ნაკრების მოგებების სერია ჯგუფის აუტსაიდერმა ანდორამ შეწყვიტა – 15 ნოემბრის შეხვედრაში მასპინძლებმა ქულა მოიპოვეს – 1:1.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა შედეგით უკმაყოფილება გამოხატა.

„ბუნებრივია, ეს სასურველი შედეგი არაა და ქულით კმაყოფილი ვერ ვიქნებით. ჩვენ ვიცოდით, რომ ანდორა ასე ითამაშებდა. ასეთ დროს მეორე გოლი აუცილებლად უნდა გაიტანო. არაბულს შანსი ჰქონდა, 2:0-ზე კი სხვა თამაში იქნებოდა. კარამდე 40 თუ 42 მეტრი იყო და გავუშვით. შეცდომები ამიტომაც ძვირად დაგვიჯდა. შეტევაში შეზღუდულები ვართ ტრავმირებულთა გამო, არაბულმა და კაჭარავამ კი თავიანთი შანსი ვერ გამოიყენეს. იმის იმედად ვიყოთ, რომ საქართველოს ნაკრებს. 19 წლის ჩაკვეტაძე ათამაშებს? ჯგუფიდან ჩვენ უკვე გავედით , მაგრამ მოგება გვსურდა, რადგან გვინდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრის დროს მეოთხე კალათში მოვხვდეთ. დაგვრჩა ერთი მატჩი ყაზახეთთან და გვინდა, რომ სახლში მოვუგოთ, მაგრამ ეს იოლი თამაში არ იქნება” – ამბობს ვაისი.

მან შემადგენლობაში ცვლილებებზეც და პრობლემებზე ილაპარაკა –

„დღეს ტაბიძე, ხოჭოლავა, კიტეიშვილი და არაბული იყვნენ მოედანზე. ანდორელებმა კარში ერთხელ დაარტყეს და გაიტანეს, ლორიამ გუნდი ვერ გადაარჩინა. გიორგი კარგი მეკარეა, მაგრამ ეტყობა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. შესაძლოა, ყაზახეთთან კვასხვაძე დავაყენო. მთავარი პრობლემა მაინც თავდამსხმაა – ქვილითაია-მჭედლიძე დაშავებულები არიან, არც ოქრიაშვილი და ანანიძე გვყავს, მათმა შემცვლელეებმა კი სასურველი ხარისხი ვერ გვაჩვენეს. ახლა კიდევ უნდა მივცე ფეხბურთელებს შანსი, რადგან ერთი თამაშიც და მერე მარტიდან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები დაიწყება, ამხანაგურები კი არ იქნება. თუ მაგალითად, კაჭარავა ასევე გააგრძელებს, შანსი ვინმეს უნდა მივცე – მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატიდან“.