ვლადიმირ ვაისი - გასვლითი გოლის წესის გაუქმებით უეფა-მ შეტევა წაახალისა #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისი - გასვლითი გოლის წესის გაუქმებით უეფა-მ შეტევა წაახალისა #1TVSPORT

ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა უეფა-ს ნოვაციაზე, რომელიც მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის უპირატესობის გაუქმებას გულისხმობს და რაც 1956 წლიდან, ანუ ნახევარ საუკუნეზე მეტია ევროტურნირებზე მოქმედებდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი და ბრატისლავასსლოვანის“ მოქმედი მწვრთნელი სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმებას ჭკვიანურ ნაბიჯად აფასებს.

„ჩემი აზრით, ეს უფრო სამართლიანი და შეტევითი ფეხბურთისთვის უკეთესი გადაწყვეტილებაა. საშინაო სტადიონზე 1:0 მოგების შემდეგ, გუნდი გასვლაზე მხოლოდ თავის დასაცავად არ ითამაშებს – იძულებული გახდება, შედეგის მისაღწევად გოლი გაიტანოს. ამიტომ უეფა-ს ეს გადაწყვეტილება ჭკვიანურად მიმაჩნია“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა დააკონკრეტა, ეს გადაწყვეტილება რას შეცვლის.

„ამით შემტევი ფეხბურთი უფრო მოტივირებული ხდება, რაც პოზიტიურია მწვრთნელებისთვისაც. ახლა არ მოგიწევთ იმის დაანგარიშება, როგორი ანგარიშით გაწყობს ფრე ან სხვა შედეგი. ახლა ორივე გუნდისთვის მარტივი მათემატიკა იმოქმედებს. ამიერიდან უკვე წარმატების მისაღწევად მეტოქეზე მეტი გოლი უნდა გაიტანოთ. ამ ნაბიჯს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ”.