ვლადიმირ ვაისი ბათუმში „დინამოსთან“ რთულ შეხვედრას ელის - ქართველებს კლასი აქვთ, მათთან მოგების შანსი არ გქონდა #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისი ბათუმში „დინამოსთან“ რთულ შეხვედრას ელის - ქართველებს კლასი აქვთ, მათთან მოგების შანსი არ გქონდა #1TVSPORT

სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ბათუმის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის პირველი შეხვედრა (0:0) შეაფასა და ფრეზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, საქართველოს ჩემპიონი კი კარგად დაახასიათა.

„შედეგი გულდასაწყვეტია, მაგრამ მქონია სათასო მატჩები, რომელიც 0:0 დავიწყეთ და ბოლოს მაინც გავიმარჯვეთ. ვიცოდით, რომ ბათუმელები სწრაფები და ტაქტიკურად მომზადებულები იყვნენ. მოგების შანსი არ გვქონდა. დღევანდელ ფეხბურთში ფიზიკურ მდგომარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ამაში ისინი უკეთესები იყვნენ.

მედვედევსა ან კუცკას კარგი მომენტები ჰქონდათ. ასეთებს რომ ვერ გამოიყენებ, გამარჯვებაზე ფიქრი რთულია. გოლი რომ გაგვეტანა, გამოვცოცხლდებოდით, მეტოქე კი ფსიქოლოგიურად დაეცემოდა.

ბათუმელთა მცველის გაძევებამ „სლოვანი“ უფრო დააზარალა? სამწუხაროდ, ამის შემდეგ, ფლანგებიდან გასვლას ვეღარ ვახერხებდით და თამაშის მოედნის ცენტრში გადატანაც არ გამოგვივიდა.

მატჩის შემდეგ ხმა არ ამომიღია. კარგი მოთამაშეები გვყავს, მაგრამ უკეთესი შეთამაშება გვჭირდება. სასტარტო შემადგენლობაში ახალწვეულები, იურაი კუცკა და ერიკ რამირესი დავაყენე და რისკზე წავედი. მათ ვენდობი, მაგრამ შესაძლოა, ჩემი ბრალი იყო, თავიდანვე რომ ვათამაშე, რადგან ფორმაში არც ერთი არაა. ამაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მჯერა, რომ მომდევნო მატჩამდე დარჩენილ ერთ კვირაში კარგად მოვემზადებით და სტანდარტების დამუშავებასაც შევძლებთ. მაგრამ მეტი უნდა მოვინდომოთ და გავიტანოთ.

ქართველ კოლეგა გია გეგუჩაძესთან მქონდა ლამაზი, ემოციური და თბილი შეხვედრა. წილისყრა უმოწყალო იყო, რადგან ორი მეგობარი მწვრთნელი ერთმანეთს დაგვაპირისპირა.

ხალხი ფიქრობს, რომ ქართველებს კლასი არ აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი კარგად თამაშობენ – ბათუმის „დინამოც“ და მათი ეროვნული ნაკრებიც. იქ იმდენ ფულს ვერ შოულობენ, რამდენიც ჩვენი გუნდის წევრები. მაგრამ ამ ბიჭებს უნდათ საკუთარი თავის წარმოჩენა და ევროპაში გადასვლა. საერთოდ, მოთამაშე მარტო ხელფასით არ განისაზღვრება. განმეორებით შეხვედრაში თავის კარგად დაცვა მოგვიწევს, რადგან ბათუმში 20 ათასი ადამიანი მოვა და კარგი გულშემატკივრობა იქნება“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა.