ვლადიმერ პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანს რუსეთისთვის თანასწორი პარტნიორები უწოდა
ვლადიმერ პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანს რუსეთისთვის თანასწორი პარტნიორები უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთს და აზერბაიჯანს რუსეთისთვის თანასწორი პარტნიორები უწოდა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა სადისკუსიო კლუბ „ვალდაიზე“ სიტყვით გამოსვლისა განაცხადა, მოსკოვისთვის ტრაგედიაა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ადამიანები იღუპებიან.

მისივე თქმით, კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ რეგიონში, ორივე მხარეს დაახლოებით 5000 ადამიანი დაიღუპა.

„ჩვენთვის სომხეთიც და აზერბაიჯანიც – თანასწორი პარტნიორები არიან. ჩვენთვის უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ხალხი იღუპება. გვსურს სრულფასოვანი ურთიერთობების განვითარება სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან ერთად, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტის დარეგულირებაში წვლილს აშშ-ც შეიტანს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ 23 ოქტომბერს ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა ვიზიტი იგეგმება. დიპლომატებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო შეხვდება.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. მოსკოვში ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმების ორჯერ განახლების მიუხედავად, მხარეები სარაკეტო დარტყმების განხორცილებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.