ვლადიმერ პუტინი - რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულებას და დამაჯერებლად მიიწევენ წინ მთელ ფრონტზე
ვლადიმერ პუტინი - რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულებას და დამაჯერებლად მიიწევენ წინ მთელ ფრონტზე

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულებას და დამაჯერებლად მიიწევენ წინ მთელ ფრონტზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ თათბირზე განაცხადა.

თათბირზე პუტინმა გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვისა და სხვადასხვა სამხედრო ჯგუფის მეთაურების ანგარიშები მოისმინა.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამცანების შესრულებას და დამაჯერებლად მიიწევენ წინ მთელ ფრონტზე. გეგმური წესით მიმდინარეობს უკრაინის სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოების ხაზის შექმნაც“, – განაცხადა პუტინმა.

გერასიმოვის ანგარიშის მოსმენის შემდეგ პუტინმა აღნიშნა, რომ ფრონტის ყველა მიმართულებით „კარგი დინამიკაა“. მისი განცხადებით, „ტერიტორიების გათავისუფლება“ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ხორციელდება თანდათან, რუსეთის გეგმების შესაბამისად, და სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია.

ამასთან, თათბირის დროს ვლადიმერ პუტინს სამხედრო მეთაურებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სევერსკის დაკავების შესახებ აცნობეს.