ვლადიმირ პლახოტნიუკი საბერძნეთიდან მოლდოვაში ექსტრადაციას დათანხმდა
მოლდოველი ოლიგარქი, დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ვლადიმირ პლახოტნიუკი საბერძნეთიდან მოლდოვაში ექსტრადაციას დათანხმდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ჩემი კლიენტი მოლდოვაში ექსტრადიციას ოფიციალურად დათანხმდა“, – განაცხადა პლახოტნიუკის ადვოკატმა, ლუსიან როგაჩმა.
როგაჩის თქმით, პლახოტნიუკი მზადაა, საერთაშორისო სასამართლო ორგანოებთან ითანამშრომლოს.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ვლადიმირ პლახოტნიუკი საბერძნეთში დააკავეს. მას ბრალი ედება ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში, ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში.
პლახოტნიუკს ბრალად ედება 2014 წელს მოლდოვური ბანკებიდან მილიარდის მოპარვაში თანამონაწილეობა. ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა. პოლიტიკოსი ცხოვრობდა აშშ-ში, თუმცა 2020 წლის იანვარში მისი იქ ყოფნა არასასურველად ჩათვალეს. მასზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა.