სტრიმინგ-პლატფორმა „დი-ეი-ზი-ენი“ (DAZN) უკრაინელ მოკრივეს, მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ვლადიმირ კლიჩკოს 80 მილიონ დოლარს სთავაზობს რინგზე დაბრუნების სანაცვლოდ, – იტყობინება „სპორტ არენა“ (Sport Arena).
ასე რომ, „დი-ეი-ზი-ენმა“ გაზარდა თავისი შეთავაზება, რომელიც ადრე 40 მილიონ დოლარს უდრიდა. თუ კლიჩკო თანხმობას განაცხადებს, კონტრაქტის მიხედვით, სამი ბრძოლის ჩატარების ვალდებულება ექნება: პირველი ბრძოლა იმ მოკრივის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიო რეიტინგების საუკეთესო ათეულში შედის, ორი დანარჩენი – „უემბლის“ სტადიონზე ენტონი ჯოშუასა და ტაისონ ფიურის წინააღმდეგ.
კონტრაქტის პირობების თანახმად, კლიჩკოს პროცენტიც ეკუთვნის ტელეუფლებებისა და ბილეთების გაყიდვიდან.
ამასთან, „დი-ეი-ზი-ენი“ თხოვს კლიჩკოს – მარტის ბოლომდე ჩამოყალიბდეს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემური იქნება სამი ბრძოლის ორგანიზება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. პირველი ბრძოლის სავარაუდო თარიღად მიჩნეულია 25 მაისი ან 1 ივნისი.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ვარჯიშები განაახლა.