ვლადიმირ კლიჩკო - თომას ბახი რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს #1TVSPORT
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ გააკრიტიკა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, რომელსაც სურს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე დაუშვას რუსი სპორტსმენები ნეიტრალური ათლეტების სტატუსით.
„ტომას ბახი მუდმივად ლაპარაკობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ნეიტრალიტეტზე. საქმე ისაა, რომ ბახი არ არის ნეიტრალური. ის წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს და არა ოლიმპიურ ღირებულებებს. სპორტს, ბიზნესსა და პოლიტიკას ბევრი საერთო აქვთ. განსაკუთრებით, ოლიმპიური თამაშები ყოველთვის იყო პოლიტიკის ნაწილი“, – განაცხადა კლიჩკომ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში.