სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ევანდერ ჰოლიფილდმა თავისი ვარჯიშების ვიდეო გაავრცელა.
57 წლის მოკრივემ აჩვენა მზადება პროფესიულ რინგზე დასაბრუნებლად.
ვარჯიშებში მონაწილეობს მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო.
„ჰოლიფილდის გუნდი ბრძოლისთვის ემზადება,“ – მიაწერა ვიდეოს ამერიკელმა.
მაისის დასაწყისში ჰოლიფილდმა გამოაცხადა, რომ კრივში დაბრუნებას აპირებს. მას გეგმაში აქვს ქველმოქმედებისთვის საჩვენებელი ბრძოლების გამართვა. ერთ-ერთ სავარაუდო მოწინააღმდეგედ განიხილება ამერიკელი მაიკ ტაისონი.