ვლადიმირ ​ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები „ფრედ“ დასრულდა
ვლადიმირ ​ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები „ფრედ“ დასრულდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან პარიზში გამართული მოლაპარაკებები „ფრედ“ დასრულდა.

„ახლა სწორია დიპლომატად ყოფნა. მოდით, ვთქვათ: ჯერჯერობით ფრეა“, – აღნიშნა ზელენსკიმ ნორმანდიული სამიტის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები რთულია, რადგან ის დეტალურად შლის თითოეულ საკითხს.

„შესაძლებელია თუ არა მოლაპარაკება (პუტინთან)? მოლაპარაკება რთულია, ძალიან, თუმცა დღეს იყო მომენტები, როდესაც ჩვენ გარკვეულ საკითხებზე მოვრიგდით“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი თითოეულ საკითხს ძალიან დეტალურად განიხილავს.

„შლის ამ საკითხს დეტალურად, ჩვენ ვიწყებთ ყოველი სიტყვის რეგულირებას, ანუ ეს რთულია. მე უბრალოდ სხვანაირი ადამიანი ვარ, სწრაფი: მეგონა – ერთი-ორი და შევთანხმდით. არა, აქ სხვაგვარადაა, სხვა ბუნებრივი ბიომექანიკაა“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.