ვლადიმერ ზელენსკი პეტრო პოროშენკოსთან დებატების გაძღოლას იულია ტიმოშენკოს სთავაზობს
ვლადიმერ ზელენსკი პეტრო პოროშენკოსთან დებატების გაძღოლას იულია ტიმოშენკოს სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკი მეორე ტურის წინ მის კონკურენტ პეტრო პოროშენკოსთან დაგეგმილი დებატების გაძღოლას პრეზიდენტობის უკვე ყოფილ კანდიდატ იულია ტიმოშენკოს სთავაზობს.

ზელენსკი ტიმოშენკოს მოსაფიქრებლად 24 საათს აძლევს. ამის შესახებ ვლადიმერ ზელენსკიმ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ ვიდეორგოლში განაცხადა.

პრეზიდენტობის პირველ ადგილზე გასული კანდიდატი დებატებში მეორე ადგილზე გასულმა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოიწვია. ვლადიმერ ზელენსკიმ დებატების გამართვის ადგილად კიევის სტადიონი შეარჩია.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმერ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება.