ვლადიმერ ვაისი: საქართველოს ნაკრების პლუს-მინუსები ცხადად დავინახე
ვლადიმერ ვაისი: საქართველოს ნაკრების პლუს-მინუსები ცხადად დავინახე

საქართველოს და ბელარუსის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩი, რომელიც ქუთაისში ფრედ 2:2 დასრულდა, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა.

“შეხვედრა საკმაოდ კარგ კარგ ტემპში წარვმართეთ, თუმცა სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. თამაშის ხასიათზე გავლენა მოახდინა ცვლილებებმაც, რაც დღეს მრავლად განვახორციელეთ. მთლიანობაში, ეს სასარგებლო საკონტროლო მატჩი იყო, რადგან საქართველოს ნაკრების პლუს-მინუსები ცხადად დავინახე” – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი.

იგორ კრიუშენკო, ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “მეტოქეს “მაღალი” პრესინგით არ ვეთამაშეთ, რათა კონტრშეტევებისთვის თავისუფალი ზონები გვქონოდა. ეს რამდენჯერმე კარგად გამოგვივიდა, მაგრამ მომენტების რეალიზაციაში მაინც მოვიკოჭლებდით. დაცვაშიც შევცოდეთ. ამის მიუხედავად, დღეს დავინახე გუნდი, რომელიც მოედანზე ერთსულოვნებით გამოირჩეოდა. საბოლოო შედეგი ლოგიკური იყო”.