ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან გამართა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, სატელეფონო დიალოგი უკვე უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან გამართა. ამის შესახებ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან და მაკრონმა უკრაინის უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს „ნორმანდიულ ფორმატში“ სამშვიდობო პროცესის გააქტიურების გზები და სამმხრივი საკონტრაქტო ჯგუფის მოლაპარაკებები.
„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ბოლო საერთაშორისო მოლაპარაკებების თაობაზე. ვაფასებ ემანუელ მაკრონის პირად ჩართულობას დეესკალაციის პროცესში“, – დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.