რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი წარმოადგენდა 9 ოქტომბერს დსთ-ის სამიტზე გამართული დისკუსიის გაგრძელებას.
სახელმწიფოს მეთაურებმა დაადასტურეს ორმხრივი ვალდებულება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით. რუსული მედიის თანახმად, პუტინმა და ალიევმა საუბრისას რეგიონული თანამშრომლობისა და საერთაშორისო ვითარების რამდენიმე ასპექტი განიხილეს და სხვადასხვა დონეზე კონტაქტების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.