ვლადიმერ პუტინსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ვლადიმერ პუტინსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„სატელეფონო საუბრისას განხილული იქნა ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარების სხვადასხვა ასპექტი. რუსულმა მხარემ რეგიონში არსებული პრობლემებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი მხარდაჭერა დაადასტურა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერები შეთანხმდნენ, განაგრძონ დიალოგი საერთაშორისო და ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.