ვლადიმერ პუტინსა და ბაშარ ალ-ასადს შორის სატელეფონი საუბარი შედგა
ვლადიმერ პუტინსა და ბაშარ ალ-ასადს შორის სატელეფონი საუბარი შედგა

რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა სირიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ „როიტერი“, კრემლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრისა და მიღწეული მემორანდუმის შესახებ ესაუბრა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სატელეფონო საუბარი ოფიციალური მოსკოვის ინიციატივით შედგა. სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარი მიზანი სირიის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და მის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე საათის წინ დასრულდა. ლიდერები ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ და სირიაში არსებული ვითარება განიხილეს. მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა 10-პუნქტიანი მემორანდუმი მიიღეს.