ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

19:49, 18.08.2020

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული რედაქცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, დღეს ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინი ცალკ-ცალკე ესაუბრა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, საფრანგეთის პირველ პირს, ემანუელ მაკრონსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.

მსგავსი